პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ პარლამენტშიც მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება. მისი თქმით, არცერთი პარტია არაა ,,ხელწამოსაკრავი“. თუმცა "ნაციონალურ მოძრაობას" მაინც ძირითადი ოპოზიციური შესაძლებლობები გააჩნია.
"სხვა ოპოზიციური პარტიებიც საკმაოდ ყოჩაღად გამოიყურებიან. ასევე ის პარტიები, ვინც კოალიციაში იყვნენ ჩვენთან ერთად და ცალკე გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა - არც ერთი პარტია არ არის ხელწამოსაკრავი. ამ პარტიებს მთელ საქართველოში ჰყავს გავლენიანი წარმომადგენლები და აქვთ საქართველოს მასშტაბით ოფისები... მაგალითად "რესპუბლიკელებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" დაიკავეს ის არეალი, რომელიც ოპოზიციას თავისად მიაჩნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მაინც ძირითადი ოპოზიციური შესაძლებლობები გააჩნია", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბარში.