25 მაისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მეთორმეტე ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა „ტუბერკულოზი“ იქნება, რომელსაც რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტის პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა ცხაკაია წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7