19 მაისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში" რიგით მეთერთმეტე ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა „საშარდე გზების ინფექცია ბავშვებში" იქნება, რომელსაც იაშვილის კლინიკის ურონეფროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ დავითაია წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7