დღეს, 24 მაისს, "საქსტატი" საქართველოს საგარეო ვაჭრობის აპრილის მონაცემებს გამოაქვეყნებს. მონაცემებში ასახული იქნება იანვარ-აპრილში საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებული ტენდენციების მოკლე მიმოხილვა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების და ასევე, უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონლის ჭრილში.
"საქსტატის" მონაცემებით, იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, რომელთანაც აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ 211 805 000 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 53 043 800 აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი - 158 716 200 აშშ დოლარი.