მთაწმინდის რაიონში ევექსის ახალი ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება რაიონიდან გაუსვლელად მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.
თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ.
ამბულატორიული ცენტრი მთაწმინდაზე, ვეკუას ქ. #3 (ყოფ.პირიმზის შენობაში) გაიხსნა.