11 მაისს, 17:00 სთ-ზე „მშობელთა სკოლაში“ რიგით მეათე ღია ლექცია ჩატარდება. სასესიო თემა იქნება „დამწვრობა და მზის დაკვრა“, რომელსაც იაშვილის კლინიკის გადაუდებელი დახმარებისა და ობსერვაციული მიმართულების ხელმძღვანელი ლალი ქაშიაშვილი წაიკითხავს.
ლექცია არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას სხვადასხვა დაავადებისა და გადაუდებელი მდგომარეობის შესახებ.
მშობლებისათვის ლექციაზე დასწრება უფასოა. ამისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ტელეფონით ან ელექტრონული გვერდის მეშვეობით.
რეგისტრაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: +(995 32) 2 55 05 05, ან შეავსეთ ელექტრონული განცხადება https://goo.gl/zM9as7