10 მაისს, 20:00 საათზე, ”სამეფო უბნის თეატრში”, გაიმართება ნინო ბაშარულის მუსიკალური პროექტის „ეთნოგენი“ პრეზენტაცია.
მომღერალი პიანისტ დინი ვირსალაძესთან და სხვა ინსტრუმენტალისტებთან ერთად საზოგადოებას გააცნობს სხვადასხვა ქვეყნის ეთნო-მუსიკასა და საავტორო ნამუშევრებს. კონცერტი მთლიანად ცოცხალი შესრულებით ჩატარდება და საქველმოქმედო ხასიათისაა. პროექტი ხორციელდება ააიპ რეგიონების განვითარების ფონდის მიერ, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
თეატრის ფოიეში გაიმართება ბრენდული სახელოსნოების მიერ შემოწირული ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა და შეგროვილი თანხა, ისევე როგორც ბილეთების გაყიდვით შემოსული, გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში, რომელიც ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
პროექტის მხარდამჭერი კომპანიები: მაღაზიები „იამაჰა“ და ANOUKI, პოლიგრაფიული ფირმა “პოლიპრინტი” და ესთეტიკური სილამაზის ცენტრი „ვიზუალი“. საინფორმაციო მხარდამჭერი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.