ჭარბი წონის დასაკლები ინექცია Saxenda აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრეპარატს, რომელიც 6 თვის წინ აშშ-ის ჯანდაცვის სამსახურებმა მოიწონეს და ქსელში 340 აშშ დოლარად (ერთი კურსი) იყიდება დაინტერესებულ პირს 10კგ-მდე წონის დაკლების საშუალებას აძლევს.
”დიეტის ინექცია”, როგორც Saxenda-ს, უწოდებენ ,საკმაოდ ეფექტური საშუალება გამოდგა ჭარბწონიანებისთვის. თუმცა მისი ცალკეული მომხმარებელი უკუჩვენებებზეც საუბრობს - კერძოდ ტკივილებზე მუცლის არეში და გულისრევაზე. ექიმები აცხადებენ, რომ სიმპტომები მკურნალობის კურსის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ ქრება.
Saxenda განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებთაც არ აქვთ განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ცხიმი.
ამავე დროს, ექიმები აცხადებენ, რომ მკურნალობის პარალელურად, აუცილებელია, სწორი და ჯანმრეთელი კვება.
Saxenda აშშ-ის შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს ისრაელშიც, სადაც ერთი კურსის ღირებულება 1300 შეკელს შეადგენს.