ასპინძაში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დაათვალიერა და გადამუშავების პროცესს გაეცნო.
ასპინძის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო იაფი კრედიტის ფარგლებში დაფინანსდა და 1 მლნ ლარი დაჯდა.
საწარმოში შესული ხორვი ჯერ ვეტერინარის მიერ მოწმდება და ამის შემდეგ ხდება სხვადასხვა ხორცის პროდუქტის დამზადება.