ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის სამკილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
სამუშაოებს დღეს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაეცნო.
"ჩვენ თითქმის ყველა კურორტთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ეს გზა ბახმარომდე მიდის და შესაბამისად მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გზა დაზიანებული იყო, მშენებლობა დავიწყეთ და მას წლის ბოლომდე მოვაწესრიგებთ", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
რეაბილიტაციის ფარგლებში გზაზე ახალი ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება და ხელოვნური ნაგებობი დამონტაჟდება. რეაბილიტაცია სულ 1,6 მლნ ლარი ჯდება.