სტატისტიკის ეროვნულ სამსახური სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერის საველე სამუშაოს იწყებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის სამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ათასწლეულის პროგრამის ზეგავლენის შეფასების პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
აღწერის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სოფლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება საქართველოს თითოეული სოფლის დონეზე. კერძოდ, ინფორმაცია სოციალური ინფრასტრუქტურის შესახებ, რაც თავის მხრივ მოიცავს განათლების და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას; ეკონომიკური ინფრასტრუქტურა - საბითუმო და საცალო ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დამხმარე ინფრასტრუქტურას; სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურას; სოფელში ნაწარმოები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას; სოფლისთვის დამახასიათებელ არასასოფლოსამეურნეო საქმიანობას.
კველევის შედეგად, 380-მდე მოქალაქე დასაქმდება, მათ შორის სტუდენტები თავიანთი საცხოვრებელი რაიონების მიხედვით.