ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ დღეს აუქციონზე 5 ობიექტი გაყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, მინდელის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობი და ფართები შპს "ჯი-ეს-სი"-მ 246 000 აშშ დოლარად იყიდა.
45 ათას აშშ დოლარად იყიდა კომპანია "ვისოლ პტროლიუმ ჯორჯიამ" სოფელ დიღომში მდებარე 330 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამასთან, დღევანდელ აუქციონზე გაიყიდა თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში მდებარე შენობა-ნაგებობა, ბუხაიძის ქუჩაზე შენობები და მიწის ნაკვეთი, ასევე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.