სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" მოქალაქეებს ხვალიდან მოემსახურება. "თბილისი ცენტრალი", რომელიც რკინიგზის ცენტრალური სადგურის შენობაში მდებარეობს, დღეს გაიხსნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სავაჭრო ცენტრსი ფართების 75 პროცენტი უკვე დატვირთულია.
სავაჭრო ცენტრი 47 216 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა განთავსებული. იგი მოიცავს საცალო ვაჭრობის, გასართობი და სოციალური აქტივობის სხვადასხვა ობიექტს - ქალის, მამაკაცის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს; 24 საათიან სუპერმარკეტს; "ელექტრონიკის სამყაროს"; "ბავშვთა სამყაროს"; ოქროს სამყაროს; ბოულინგ-ცენტრს; ფუდკორტს, ბანკს, ტურისტული სააგენტოს, GშM ოპერატორებსდა ოფისებს.
ცენტრალური რკინიგზის ვაგზლის შენობა 49-წლიანი იჯარით სს "თბილისი ცენტრალს" 2006 წელს გადაეცა. პროექტის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოს 30 მლნ აშშ დოლარი დასჭრდა. აქედან, 17 მლნ აშშ დოლარი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრძელვადიანი სესხია; ხოლო დარჩენი თანხა - "ჯიარდისისა" და "ჯიემსი ჰოლდინგის" აქციონერთა კაპიტალი. "თბილისი ცენტრალი" "ჯიარდისმა" და "ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა" დააფუძნეს.