აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია (SOCAR) შვეიცარიის სავაჭრო სახლთან ერთად არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ფუჯეირის პორტში ნავთობის ტერმინალს ააშენებს.
ტერმინალში 641 ათასი კუბური მეტრის მოცულობის 20 რეზერვუარი განთავსდება და ექსპლუატაციაში 2011 წლიდან შევა. ტერმინალს ნავთობის ტანკერების შესავსებად ყოველწლიურად 20 მლნ ტონა ნავთობპროდუქტების მიღება შეეძლება.
საწყის ეტაპზე პროექტის ღირებულება 10 მლნ დოლარს შეადგენს SOCAR-მა გასული წლის ბოლოს სამხრეთ კორეაში Azeri Light-ის მარკის ნავთობის საცავისთვის ტერმინალები იჯარით აიღო, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინებზე და ინდონეზიაში გასაყიდად 200 ათასი ტონა აზერბაიჯანული ნავთობი ჩაიტვირთა.
SOCAR-ის გეგმებში ევროპის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების შესყიდვაც შედის. ნავთობის ტრანსპორტირებისათვის შავ ზღვაზე კომპანია ბაქო-სუფსისა და ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენებს გამოიყენებს.