ოპეკის "კალათის" ფასი ისევ შემცირდა და 70 აშშ დოლარზე ქვევით დაფიქსირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწამრომებელთა, მომხარმებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 20 მაისის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0,93 აშშ დოლარით შემცირდა და 69,64 აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 აშშ დოლარი შეადგენს, რომელიც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.