წლის ბოლოსთვის ამბროლაურის ცენტრში ახალი საავადმყოფო გაიხსნება. სამედიცინო დაწესებულების მშენებარე სამუშაო დღეს მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს.
მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. ამისთვის მილიონახევარი ლარია გამოყოფილი.
ახალი საავადმყოფო მრავალპროფილიანი იქნება და ის 25 პაციენტს მოემსახურება.