2010 წლის 20 მაისს Nestle -მ, როგორც სიფრთხილის ზომა, გააკეთა განცხადება Nescafé -ს ხსნადი ყავის განსაკუთრებული მრავალსახეობების Alta Rica, Cap Colombie, Estet, Kenjara და Espresso -ს ნებაყოფლობით უკან დაბრუნების შესახებ. ეს პროდუქტი წარმოდგენილია სპეციალური ტიპის 100 გრამიან მინის ჭურჭელში განსხვავებული პლასტმასის სახურავით. ზოგიერთი ეს იმპორტირებული ჭურჭელი შესაძლებელია ადვილად გატყდეს მიწოდების პროცესში და ამის გამო შეიცავდეს მინის პატარა ნამსხვრევებს. გაცნობებთ, რომ საქართველოში გაყიდულ Nestles -ს სხვა ყავის პროდუქტს ეს არ შეეხება.
პროდუქტის ხარისხი და უსაფრთხოება კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის გამო, როგორც სიფრთხილის ზომა, გადაწყვეტილი იქნა დაბრუნდეს ეს ასორტიმენტი ყველა ბაზრიდან, სადაც ის გაიყიდა. ეს ეხება მხოლოდ აღნიშნულ კონკრეტულ ჭურჭელში წარმოდგენილ პროდუქტებს: Alta Ric, Cap Colombie, Estet, Kenjara და Espresso -ს. ბაზრებზე ყავის ამ სახეობების ხელახლა შეტანამდე Nესტლე შეცვლის შეფუთვის ფორმატს. გულწრფელად ვუხდით ბოდიშს მომხმარებლებს ნებისმიერი შექმნილი უხერხულობისთვის.
კომპანიამ აცნობა პარტნიორებს საქართველოში ამ პრობლემის თაობაზე და თხოვნით მიმართა მათ შეწყვიტონ ამ პროდუქტის გაყიდვა და ამოიღონ ისინი ქსელიდან.
მოვუწოდებთ მომხმარებლებს თავი შეიკავონ Alta Rica, Cap Colombie, Estet, Kenjara და Espresso -ს ყავის პროდუქტის მოხმარებისგან.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
ნესტლეს წარმომადგენლობით ოფისს საქართველოში: 92 11 02/03 ; 92 33 79/80
ყოველ დღე შაბათ: 11:00-დან 19:00-მდე
ელ-ფოსტით მისამართზე: customer.service@ge.nestle.com
მომხმარებელთა მომსახურების ცხელ ხაზზე: 8 22 15 70 05
ყოველ დღე 25 მაისიდან: 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმართეთ კომპანია შპს "გეო ფუდს დისტრიბუშენი"-ის ოფისს შემდეგ მისამართზე: 0108, ქ. თბილისი, წერეთლის #87ა
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 15:00 დან 18:00 მდე
ტელ: 35 43 55
ანაზღაურების მისაღებად:
1. გთხოვთ თან იქონიოთ და წარმოადგინოთ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული დასახელების პროდუქტის ცარიელი ქილა ან ქილის ეტიკეტის საფარი შტრიხ კოდით.
2. სავალდებულოა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (სრული იურიდიული მისამართით); ასევე სავალდებულოა მოგვაწოდოთ სრული ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.