"სომხური კონიაკი" სახელწოდებას იცვლის. სომხეთის მთავრობამ ადგილობრივი ბრენდის ახალი სასაქონლო დასახელება უკვე დაამტკიცა. "არმიანსკი კონიაკს" ამიერიდან "არბუნ"-ი დაერქმევა.
სახელწოდება რამდენიმე ვარიანტიდან შეირჩა, რომელთა შორის იყო, "არკონი", "ბარკონი" "არმენაკი" და სხვა.
"არბუნი" დაერქმევა მხოლოდ სომხეთში წარმოებულ ყურძნის სპირტზე დამზადებულ სომხურ ბრენდს. ამასთა, სომხური კონიაკი ყველა თავის სახელწოდებას შეინარჩუნებს.