მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.86 აშშ დოლარით შემცირდა და 68.01 აშშ დოლარი შეადგინა.
ლონდონის ბირჟაზე კი, Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.85 აშშ დოლარით, 71.84 აშშ დოლარზე დაფიქსირდა.