ეროვნული ბანკის 7-დღიან # 20 რეფინანსირების სესხების აუქციონზე დღეს 150 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ორ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.00 პროცენტით, მაქსიმალური 5.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.00 პროცენტით განისაზღვრა.