მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ფუშინდელი ვაჭრობის შედეგად სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ნიუ-იორკის ბირჟაზე Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.46 აშშ დოლარით გაიზარდა და 69.87 აშშ დოლარი შეადგინა.
ლონდონის ბირჟაზე კი,Brent Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 0.74 აშშ დოლარით, 73.69 აშშ დოლარამდე დაიკლო.