კომპანია "კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა"-მ ახალციხეში "მტკვარი ჰესის" პროექტის განხორციელების ფარგლებში სადაწნეო გვირაბის მშენებლობა დაიწყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, დაგეგმილია 9.6 კმ სიგრძის გვირაბის მშენებლობა
მათი განმარტებით, გვირაბის ბურღვითი სამუშაოების დაწყება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანია ეტაპია. სადაწნეო გვირაბი სათაო ნაგებობებსა და სადგურის შენობას აკავშირებს.
46.4 მეგავატ სიმძლავრის "მტკვარი ჰესის" პროექტში სათაო ნაგებობები, სადაწნეო გვირაბი, ჰესის შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები შედის. სათაო ნაგებობები ძირითადად წყალმიმღებისა და მთავარი კაშხალისაგან შედგება, საიდანაც წყალი 9.6 კმ სადაწნეო გვირაბში ეშვება და ჰესის შენობას მიეწოდება, რომელშიც ორი Fრანცის-ის ტიპის, 23.2 მეგავატი სიმძლავრის ტურბინა განთავსდება.
ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ წლიურად 253.0 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.