გაზმომარაგების ქსელში ფოთში 21 ათასი აბენენტი ჩაერთვება. 158 კმ სიგრძის გაზსადენს ფოთში, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ააშენებს.
პროექტის პრეზენტაცია კომპანიამ დღეს ფოთში გამართა. მშნებელობა წელს დაიწყება და სავარაუდოდ, 2011-ში უკვე დასრულდება. გარდა მოსახლეობისა, ფოთში გაზიფიცირდება 174 სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი.
ქვეყნის გაზიფიცირების მიზნით შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოში 30 გაზგამანაწილებელი კომპანია იყიდა.
საქართველოს ეკომომიკური განვითარების სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ სხვადასხვა რეგიონებში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელა. აშენდა გაზსადენები და გაზის ქსელები საგარეჯოს, მცხეთის, ზესტაფონის, გურჯაანის და სხვა რაიონებში, ასევე რამდენიმე სოფელსა და ქალაქებში.
"სოკარ ჯორჯია გაზი" აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზით მარაგდება.