აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გასულ წელს, 98,5 პროცენტით შესრულდა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, 2009 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ასევე გადასახდელები 131402,5 ათასი ლარით იყო გასაზღრული. თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონების შესაბამისად, 2009 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში სამჯერ შევიდა ცვლილება და შემოსულობები 11615,4 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო გადასახდელების მოცულობა - 10776,8 ათასი ლარით.
შემოსულობების გეგმა 2009 წელს 119787, 1 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა საკასო შესრულებამ კი, 117954, 6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 98,5 პროცენტია.
რაც შეეხება გასული წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს, შემოსულობების 64,7 პროცენტს მასში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება შეადგენდა
2009 საბიუჯეტო წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში სამი ცვლილება შევიდა, საბოლოოდ, მისი შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები 12267.52 ათასი ლარით განისაზღვრა, მობილიზებულ იქნა 12419.10 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101,24 პროცენტი.