"საქართველოს ბანკი" და "Visa" ერთობლი პლასტიკურ ბარათს OneCard VISA INFINITE-ს გამოუშვებენ.
ახალი პროდუქტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა.
როგორც "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის გლობალურმა ხელმძღვანელმა ვასილ რევიშვილმა განაცხადა, ბარათს OneCard VISA INFINITE მაღალი კლასის სადებეტო ბარათია, რომელიც მომხმარებელს უამრავ ექსკლუზიურ მომსახურებას სთავაზობს.
ბარათზე წვდომა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი. კლიენტს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ფინანსები 24 საათის განმავლობაში მართოს "საქართველოს ბანკის" ინტენეტ და SMS ბანკის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან; უსაფრთხოების მიზნით, ბარათი დაცულია არაავტორიზირებული ტრანზაქციების განხორციელებისგან სპეციალური სადაზღვევო პროგრამით.
ამასთან, ბარათის მფლობელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მრავალჯერადი საერთაშორისო სამოგზაურო დაზვევის სრული პაკეტი, 2 მლნ აშშ დოლარამდე ლიმიტით; Pრიორიტყ Pასს საჩუქრად - საშვი საერთაშორისო აეროპორტების Vიპ დარბაზებში, აეროპორტში გაცილების და დახვედრის Vიპ მომსახურება; საერთაშორისო კოსიერჟის მომსახურება; ბილეთების შეძენა ყველა მთავარ კონცერტსა და სპორტულ ღონისძიებებზე; სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები, რომელიც სპეციალურად აღნიშნული ბარათის მფლობელთათვის შემუშავდა. ფასდაკლებები რესტორნებში, მაღაზიებში, ავიაკომპანიებში, ფიტნეს კლუბებსა და სატუმროებში. ჩამონათვალს ახალი შეთავაზებებიც დაემატება.
რაც შეეხება ბარათის დიზაინს, იგი შავი ფერისაა და და მასზე დატანილია "საქართველოს ბანკის" ლოგო - ოქროს ლომი, რომელიც ნამდვილი ოქროთია მოქარგული და ასევე ოქროს ფირფიტა.
"ბარათი განკუთვნილია "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვისა და პირდადი ბანკის სამსახურის კლიენეტბისთვის. ამასთან, ბარათი ოთხ ვალუტიანია, მასზე შესაძლებელია გაიხსნას როგორც ლარში, ასევე, აშშ დოლარში, ევროსა და ფინტ სტერლინგში. სარგებელი ამ ეტაპზე 6 პროცენტს შეადგენს", - განაცხადა რევიშვილმა.
მისი თქმით, "საქართველოს ბანკს" მსგავსი კლიენტი, რომელიც შესაძლოა პონეციურად ამ ბარათის მომხმარებელი გახდეს, 1 500-მდე ჰყავს.
VISA-ს რეგიონალური მენეჯერის დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით სვეტლანა გეორბელიძის თქმით, აღნიშნულ ბარათს საკმაოდ ბევრი პრივილეგია აქვს.
" VISA 10 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე მოქმედებს და 15-მდე პარტნიორი ჰყავს. "საქართველოს ბანკი" ძალიან აქტიურია. 2009 წელს საქართველოში პლასტიკური ბარატების ოდენობა 18 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბარათებით ტრანზაქციების - 15 პროცენტით. ამაში "საქართველოს ბანკის" საკამოდ დიდი წვლიალია", - განაცხადა მან.
ამასთან, OneCard VISA INFINITE მიმდინარე წლის მარტში VISA-ს მიერ საუკეთესო დიზაინის მქონე ბარათად იქნა აღიარებული აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონში.