კომპანია "ბემევემ" მუხრუჭის სისტემაში შეფერხების გამო, 122 ათასი მოტოციკლეტი - K1200GT უკან გაიწვია.
"ბიბისის" ინფორმაციით ბავარიული გიგანტის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული პრობლემის გამო რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა. კომპანიამ ძალიან მცირე ოდენობის საჩივარი მიიღო.
გაწვეული მოტოციკლები 2006 წლის აგვისტო-2009 წლის მაისის პერიოდი იყო წარმოებული.
122 ათასი მოტოციკლი აღნიშნული პერიოდში წარმოებული პროდუქციის თითქმის მესამედია.
BMჭ Mოტორრად-ის ოპერაციული შემოსავლები გასულ წელს 78 პროცენტით შემცირდა, რაც 500 ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავიან მოტოციკლებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები