12 ივნისს სტამბულში თურქეთის აფხაზური კულტურის ცენტრების ფედერაციის კონგრესი გაიმართება. აფხაზური მხარის ინფორმაციით, კონგრესს წარმომადგენლები სეპარატისტული აფხაზეთიდან დაესწრებიან.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ანზორ მუკბა აცხადებს, რომ ფედერაციის მთავარი მიზანია _ მშობლიური ენის შენახვა და სამშობლოში არსებულ თანამემამულეებთან და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის გამყარება.
მისივე თქმით, ეს ფედერაცია იქნება ყველა აფხაზური დიასპორისა და კულტურული ცენტრის წარმომადგენელი.