რუსი სამხედროების მიერ საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიას მახლობლად დაკავებული ორი ქართველი გათავისუფლებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საჩხერის პოლიციის უფროსმა ვასილ ბახტურიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, გათავისუფლებული ქართველები ამ დროისთვის საკუთარ სახლებში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიას მახლობლად ორი ქართველი მურმან მაკაცარაშვილი და მირიან ბურჯენიძე გუშინ დააკავეს. ისინი ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" აქტივისტები არიან.
"დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მაკაცარაშვილს და ბურჯენიძეს თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები", - აცხადებდნენ ნოღაიდელის პარტიაში.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ჯრია რუსი აგრესორების მიერ ოკუპირებულ პერევს ესაზღვრება.