სავაჭრო ბაზრის მონაწილეები ტაილანდში შექმნილი ვითარებისა და უსწერიგობის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ. ტაილანდში არსებულმა მდგომარეობამ შესაძლოა, ამ ქვეყნიდან კაუჩუკის, ბარინჯისა და რაფინირებული შაქრის ექსპორტს საფრთხე შეუქმნას.
ტაილანდი მსოფლიოში ბრინჯისა და კაუჩუკის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და შაქრის ბაზრის 20 პროცენტს ფლობს.
არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანაში არსებული ქაოსი პროდუქციის შეუჩერებელ მიწოდებას შეაფერხებს, რაც აღნიშნული პროდუქტების ფასების ზრდას გამოიწვევს.
ცნობილია, რომ ბრინჯის ძირითადმა მომწოდებელმა-კომპანიებმა ბანგკოკში თავიანთი წარმომადგენლობა დახურეს.