ეკონომიკის სამინისტრო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს დააჯილდოებენ
დღეს, 20 მაისს, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს დააჯილდოებენ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება "თიბისი" ბანკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში კი, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა და ინდივიდიალურ მეწარმეთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებაც შედგება.
გამოვლინდებიან საუკეთესო მცირე ბიზნესკომპანია ან ინდივიდუალური მეწარმე; საუკეთესო საშუალო ბიზნესკომპანია; საუკეთესო ექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესიდან და საუკეთესო ფერმერი.
კონკურსის შედეგები პალატასთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა.