დღეს, 20 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება "საქართველოს ბანკისა" და VISA International-ის ერთობლივი პრესკონფერენცია ახალი პლასტიკური ბარათის გამოშვებასთან დაკავშირებით.
პრესკონფერენციას გაუძღვება "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის ხელმძღვანელი ვასილ რევიშვილი და VISA International-ის რეგიონალური მენეჯერი დსთ-ის ქვეყნების მასშტაბით და კომპანიის ხელმძღვანელი უკრაინაში სვეტლანა გეორბელიძე.