"ძველი პერტნიორი ახალი ტექნოლოგიებით, ტექნიკისა და ყველაზე დაბალი ფასების ბუმით"- ამ სლოგანით ტექნიკის ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია "ტექნო ბუმი" გამოჩნდა. დღეს, 20 მაისს, 12:00 საათზე, აღნიშნული ბრენდით 4 მაღაზია ერთდროულად იხსნება. აქედან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში.
ახალი კომპანიის შექმნა ელიტ ელექტრონიქსის ყოფილმა მმართველმა გუნდმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თებერვლის ბოლოს თიბისი ბანკმა ელიტ ელექტრონიქსის 55% აქციების მართვის უფლებით მენეჯმენტის ცვლილება მოახდინა, კომპანიის 180-მა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვა. მათი განცხადებით, მიუღებელი იყო ის დამოკიდებულება, რა გზითაც თიბისი ბანკი ელიტ ელექტრონიქსის მითვისებას ცდილობს. ელიტ ელექტრონიქსისათვის ბრძოლის პარალელურად ამ გუნდმა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო ბიზნესის განვითარება, რომელთაგან ერთ ერთია "ტექნო ბუმი"
"ტექნო ბუმი" საყოფაცხოვრებო ტექნიკის, კომპიუტერების, მობილურების და ციფრული ტექნიკის საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს განავითარებს. ტექნო ბუმის სახელიც და სტრატეგიაც შესაბამისია.
ტექნო ბუმი გამორჩეული იქნება ტექნიკის, ბრენდებისა და ყველაზე დაბალი ფასების ბუმით, მომხმარებლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, სიახლეებითა და სიურპრიზებით. რასაც პროდუქციაზე თვიღირებულები ს შემცირებით და მომწოდებლების განსაკუთრებული მხარდაჭერით მიაღწია.