დღეს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, რუმინეთთან სეზონის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთული მატჩი იქნება.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებმა გუნდებმა ერთმანეთთან 19 მატჩი გამართეს, საიდანაც 10 მატჩი საქართველოს ნაკრებმა მოიგო, 8 რუმინეთმა ხოლო ერთი მატჩი ფრეწდ დასრულდა.
მატჩის გამარჯვებული ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლება, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.
მატჩის ტელერეპორტაჟს ყურება "პირველი არხით" იქნება შესაძლებელი.