ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციებისაუქციონზე დღეს 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდების ვადიანობა 2 წლითაა განსაზღვრული.
აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.150 პროცენტით, მაქსიმალური 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.345 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 10.3 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში განხორციელდება.