საქართველოს პლასტიკური ბარათების ბაზარზე, კიდევ ერთი საკრედიტო ბარათი - "მეჯიქ ბარათი" შემოდის.
აღნიშნული პროდუქტს მომხმარებელს "ლიბერთი ბანკი" სთავაზობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ლიბერთი ბანკიდან" აცნობეს, "მეჯიქ ბარათის" წლიური საპროცენტო განაკვეთი 28 პროცენტს შეადგენს, რომელიც საქართველოს საბანო სივრცეში არსებულ საკრედიტო ბარათებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთია.
"მეჯიქ ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ 55 დღის განმავლობაში ისარგებლონ უპროცენტო სესხით. ვალუტა ლარშია განსაზვრული. ბარათს ასევე გააჩნია უპრეცედენტო პირობა - ყველა "მეჯიქ ბარათით" წარმოებული ყოველი მეათასე ოპერაციის თანხა ბარათის მფლობელს უკან უბრუნდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ მეათასე ოპერაციად ითვლება არა ერთი კლიენტის მიერ განხორციელებული, არამედ ლიბერთი ბანკის სისტემაში დაფიქსირებული მეათასე ოპერაცია და შედეგად ბევრად უფრო მეტი ბარათის მფლობელი შეძლებს სრულად დახარჯული ან განაღდებული თანხის საჩუქრად მიღებას.
მეანაბრეებსა და "ლიბერთი ბანკის" პირადი ბანკირის სამსახურის კლიენტებს ბანკი კიდევ უფრო დაბალ, 24- პროცენტიან განაკვეთს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, 1000-მდე "მეჯიქ ბარათი"ა დამზადებული.