კომპანია "ტექნო ბუმი" საკუთარ მაღაზიათა ქსელში მომხარებლებს მსოფლიო ბრენდების პროდუქციას შესთავაზებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ტექნო ბუმის" დირექტორმა ეთერ ქოქოლაძემ განანცხადა, კომპანიას არც ერთ მომწოდებელთან და ბრენდთან პრობლემა არ შექმნია.
"ჩვენ ქსელის გახსნა მათ მიერ გამოყოფილი სასაქონლო კრედიტებით შევძელით. ჯერ-ჯერობით, ჩვენს ქსელში "ბოში" წარმოდგენილი არ იქნება. "ბოშის" პროდუქციის შემოტანის ექსკლუზიური უფლება წლის ბოლომდე "ელიტ ელექტრონიქსს" აქვს. მასთან ტექნო ბუმის" სახელით მოგვიანებით დავიწყებთ ურთიერთობას", - განაცხადა მან.
ქოქოლაძის თქმით, რაც შეეხება სხვა ბრენდებს, კომპანიის სახელისა და სტრატეგიის შესაბამისად მაღაზიათა ქსელში ბრენდების ბუმი იქნება. პროდუქციის ნაწილი კომპანიას უკვე შემოტანილი აქვს, ნაწილი გზაშია, ნაწილთან კი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გარდა ამისა, "ტექნო ბუმი" ისეთი ბერენების პროდუქციის შემოატანას აპირებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე ჯერ შემოსული არ არის. თუმცა, კონკრეტულად რომელ ბრენდებზეა საუბარი, ჯერ არ სახელდება.
"ტექნო ბუმი" კომპანია "ელეტი ელექტორნიქსის" ძველი მენეჯმენტის წარმომადგენლებმა დააფუძნეს. ხვალ კომპანიის ოთხი მაღაზაია ერთდოულად გაიხსნება, მათგან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში იქნება. მაღაზიათა ქსელიში საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მობილურები და კომპიუტერები და მსგავსი პროდუქცია გაიყიდება.