ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
მინისტრმა მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
ბაკურ კვეზერელმა ჭრებალოს მოსახლეობას შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშიც ჩააბარა და ივნისში საქართველოში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო კონგრესის ჩატარების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.