გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტებს ვაშლის ნარგავებზე გზა გაჰყავთ. პროცესს ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება.
ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, შეიარაღებული პირები გუშინ გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები ადგილობრივთა ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.