საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მშენებლობისა და ინტერიერის მე-15 საერთაშორისო გამოფენა - Caucasus Build 2010 მიმდნარეობს.
გამოფენა დღეს გაიხსნა და მას ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია დაესწრნენ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბიზნსმსნებთან ერთად.
"ექსპო ჯორჯიაში" 100 საგამოფენო სტენდზე, 20 ქვეყნიდან 120-ზე მეტი კომპანია წარმოდგენილი.
დამთავლიერებელს შესაძლებლობა აქვს, მშნებლობასა და ინტერიერთან დაკაშვირებით სხვადასხვა კომპანიების სერვისებს, შეთავაზებებს და უახლეს სამშნებლო ტექნოლოიებს გაეცნონ.
გამოფენის ფარგლებში, დაგეგმილია ქართული და სხვა ქვეყნების კომპანიებს შორის ორმხირივი შეხვედრები. გამოფენა 22 მაისამდე გაგარძელდება.
მშენებლობისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა - Caucasus Build ყოველწლიურად იმართება. შარშან მასში 14 ქვეყნის 120-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.