რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მასშტაბურ სამეთაურო წვრთნებს იწყებს. რუსული მედიის ცნობით, კავშირგაბმულობის ჯარების სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოლქის 35 პოლიგონზე, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში, სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო.
სწავლებაში სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 1 500-მდე ერთეულია ჩართული. სწავლება 12 მარტამდე გაგრძელდება.
მოსკოვს ოკუპირებულ ქართული ტერიტორიებზე 10 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, მძიმე ტექნიკა და შეიარაღება აქვს განთავსებული.