ხვალ, 20 მაისს, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს დააჯილდოვებენ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიება "თიბისი" ბანკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.
ღონისძიების ფარგლებში კი, მცირე და საშუალო ბიზნეს საწარმოთა და ინდივიდიალურ მეწარმეთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვებაც შედგება.
გამოვლინდებიან საუკეთესო მცირე ბიზნეს კომპანია ან ინდივიდუალური მეწარმე; საუკეთესო საშუალო ბიზნეს კომპანია; საუკეთესო ექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესიდან და საუკეთესო ფერმერი.
კონკურსის შედეგები პალატასთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეაჯამა.