"ოპეკის "კალათის" ფასი შემცირდა და 73 აშშ დოლარზე ქვევით დაფიქსირდა.
საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 18 მაისის მდგომარეობით, ოპეკის "კალათის" ფასი ბარელზე 0.48 აშშ დოლარით შემცირდა და 72.77 აშშ დოლარი შეადგინა.
ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს ბარელზე 140,73 დოლარი შეადგენს, რაც 2008 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა.