ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" გამო, ოსურმა მხარემ საქართველოს 8 მოქალაქე დააკავა.
პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილის მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა "სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ჯერ საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, შემდეგ, იგივე ბრალდებით კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც საზღვარი ცხინვალის რაიონის სოფელ არცევთან დარღვია.
ამავე დროს, მისივე ინფორმაციით, ამ დაკავებული ადამიანების გარდა, სამართალდამცავებმა კიდევ დააკავეს ორი მოზარდი, რომელთაც ასევე "საზღვრის დარღვევა" ედება ბრალად.
"თუმცა მოზარდები გაფრთხილების მიცემის შემდეგ გავათავისუფლეთ", _ აცხადებს ჩიგოევი.
მასალის გამოყენების პირობები