ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიას თქმით, აფხაზეთი მთიან ყარაბაღთან და დნესტრისპირეთთან ორმხრივ უვიზო რეჟიმს დააწესებს.
დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 აპრილიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ჩასვლას მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, რომლებმაც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
კან ტანიას თქმითვე, უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გასაცემად ფსოუზე ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნება.