გურიის რეგიონში წელს საინვესტიციო პროექტებზე 34 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი თქმით, მხოლოდ გზების მოწესრიგებაზე 19 მლნ ლარის დაიხარჯება,
"წელს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტია წყლის სისტემის მოწესრიგება. მხოლოდ წყალანირების და წყალმომარაგების პროექტებზე გურიაში 8.5 მლნ ლარი დაიხარჯება. აქედან, ნარუჯის წყალსადენის პროექტის რეაბილიტაცია 1,7 მლნ ლარი დაჯდება. ასევე სოფლის დახმარების პროგრამაზე 2.4 მლნ ლარია გამოყოფილი.", - განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, სკოლებისა და ბაღებისთვის კი რეგიონში 500 ათასი ლარი გამოიყო.
გასვლოთ სხდომას დღეს მთავრობა ოზურგეთში მართავს. მინისტების 54 საკითხს განიხილავენ.