აჭარას მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 60 303 ვიზიტორი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათი მონაცამებით, აღნიშნული მაჩვენებლი გასული წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებულ ოდენობას 451 პროცენტით აღემატება, ხოლო 2008 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს 224 პროცენტით. 2009 წლის იანვარ-აპრილში აჭარაში 10 938 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-აპრილში კი - 18 613 ვიზიტორი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალაში აჭარაში სულ 16 533 უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ამ რეგიონს მხოლოდ 3 431 უცხოელი სტუმრობდა.