მიმდინარე წლის განმავლობაში ბათუმში 20-მდე საკრუიზო გემის შესვლა იგეგმება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი იქნება.
როგორც დეპარტამენტი იუწყება, პირველი საკრუიზო გემი წელს ბათუმის პორტში 20 აპრილს შევიდა. გემზე PRINSEDAM 723 ვიზიტორი იმყოფებოდა, რომელთა უმრავლესობა კანადისა და აშშ-ს მოქალქეები იყვნენ.
ბათუმის პორტი 2006 წლიდან ასოციაცია Mედჩრუის -ის წევრია, რაც აჭარაში აჭარაში ტურიზმის აღნიშნული სეგმენტის განვითარებას ხელს უწყობს.