ლარის სიმყარის განმაპირობებელი ფაქტორები შესუსტებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში რეზო საყევარიშვილმა განუცხადა.
"ეკონომიკური აქტივობა შემცირებულია, სავაჭრო დეფიციტი დიდია, ანუ ლარის სიმყარის განმაპირობებელი ფაქტორები შესუსტებულია. რეალურად, არანაირი ინსტრუმენტით არ შეიძლება უსასრულოდ ერვოვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნება, მიუხადავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობები გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიმყარე უზრუნველყოს", - განაცხად საყევარიშვილმა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მკვეთრი დაცემა მოსალოდნელი არ არის, ვინადან სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული გადახრები დაფიქსირდეს.
"დღეს ეკონომიკურ აქტივობას სახელმწიფო პროექტები ამუშავებს. ცხადია, თუ კერძო სექტორის აქტივობა და დაკრედიტება არ გაიზარდა, ასევე ინვესტიციები არ შემოვიდა სულ უფრო ნაკლები საფუძველი იქნება ეროვნული ვალუტის სიმყარის შესანარჩუნებდად", - განაცხადა რეზო საყევარიშვილმა.