მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დაეცა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 3.08 აშშ დოლარით შემცირდა და 74.85 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის ბირჟაზე კი,Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1.66 აშშ დოლარით, 69.95 აშშ დოლარამდე გაიზარდა.