კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" ოზურგეთში გაზის ქსელის მშენებლობა დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, შედეგად ქსელში ჩართვის საშუალება 693 აბონენტს ექნება.
მთლიანად, გურიის რეგიონში განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, გაზმომარაგების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 2125 პოტენციურ აბონენტს ეძლევა.
რეგიონების გაზიფიცირების მიზნით შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოში 30 გაზგამანაწილებელი კომპანია შეიძინა, რომელიც აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზით მარაგდება.
კომპანიასა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განახორციელდა.